"მთავარის" ინფორმაციით, კაცმა 11 წლის შვილს მასზე უმცროსი ბავშვი შურისძიების მიზნით აცემინა - [VIDEO]

გამოქვეყნდა:

მამაკაცი, რომელმაც ბავშვები აჩხუბა და ძალადობის ამსახველი კადრები ტელეფონით გადაიღო, პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.  საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.  სავარაუდო მსხვერპლ არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა პოლიციაში.   

"მთავარმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ 11 წლის შვილს მასზე უმცროსი თანასოფლელი  შურისძიების მიზნით აცემინა და ვიდეო გადაუღო, რადგან ანალოგიურ ძალადობას მისი შვილის მიმართაც ჰქონდა აქამდე ადგილი.  "მთავარს" ცოტა ხნის წინ, აღნიშნულის ამსახველი კადრებიც მიაწოდეს. კაცმა ბავშვები გუშინ, ერთ-ერთი სოფლის ცენტრში აჩხუბა და ძალადობა გადაიღო. 9 წლის ბიჭი იმდენად იყო ნაცემი რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი