ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინის მებრძოლები ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანრ ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  "ვაგნერის" დაჯგუფება ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს გამოცდილებას  გაუზიარებს და "კვალიფიკაციის ამაღლებაში" დაეხმარება. 

"ახლა  ლაპარაკი და ლაქლაქია "ვაგნერი, ვაგნერი, ვაგნერი" ხალხს არ ესმის, რომ ჩვენც პრაგმატულად მივუდგებით ამას. მათი მეთაურები რომ მოვიდნენ ჩვენთან და დაგვეხმარონ... გამოცდილებაა. ისინი ფრონტის ხაზზე არიან. ისინი გვეტყვიან რა არის ახლა მნიშვნელოვანი... ისინი იარაღზე იტყვიან, თუ რომელი მუშაობდა კარგად, რომელი არა. ტაქტიკა, იარაღი, ასევე გვეტყვიან როგორ დავიცვათ თავი, ეს ყველაფერი ფასდაუდებელია. ეს არის ის, რაც უნდა ავიღოთ ვაგნერელებისგან." - ამბობს ლუკაშენკო 

შეგახსენებთ, რომ რუსული მედის ცნობით ბელარუსში "ვაგნერელებისთვის"  ბანაკების მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა ქალაქ ოსიპოვიჩისთან დაიწყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა, ამ ინფორმაციას უკრაინა არ ადასტურებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი