უკრაინა არ ადასტურებს, რომ ბელარუსში პრიგოჟინის მებრძოლებისთვის ბანაკების მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ბელარუსში "ვაგნერის" ბოევიკების განსახლებისთვის, ბანაკების მშენებლობა დაიწყო

"ამ დროისთვის ჩვენ არ ვაფიქსირებთ მსგავს სამუშაოები, თუმცა არ არის გამორიცხული. დაზვერვა, მათ შორის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, აქტიურად აკვირდება სიტუაციას ბელარუსში“ - აცხადებს ანდრეი დემჩენკო, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი. 

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსში, "ვაგნერის" მებრძოლების ბანაკების აშენება დაიწყეს. მშენებლობა ქალაქ ოსიპოვიჩისთან დაიწყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბელარუსში გადავიდა ვაგნერის ხელმძღვანელიც, რუსეთში მოწყობილი სამხედრო არეულობი შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი