ფეხბურთი უკრაინის მხარდასაჭერად და პოლიტიკური სკანდალი საქართველოსთვის - საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლონდონში იგეგმება, შესაძლოა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და კიევს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების შეხვედრის ორგანიზატორი ანდრეი შევჩენკოა, რომელმაც ე.წ. მსოფლიო ნაკრებში მილანის ძველი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაპატიჟა. საქართველოს სტენფორდ ბრიჯის მინდორზე ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება, მაგრამ ეს არ იქნება შევჩენკოს უახლოესი მეგობარი და თანაგუნდელი - კახა კალაძე. რა არის ამის მიზეზი?
ავტორი: საბა ბუაძე