მედია: პრიგოჟინის თვითმფრინავმა ბელარუსი დატოვა და რუსეთისკენ მიემართება

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა ბელარუსი დატოვა და რუსეთისკენ მიემართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია, "ბელორუსი გეიუნის" ფრენის რადარის მონაცემებზე  დაყრდნობით ავრცელებს.

"ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი  Embraer Legacy 600 (რეგ. ნომერი RA-02795) აფრინდა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომიდან 22:39 საათზე აფრინდა და რუსეთის ფედერაციისკენ მიემართება" 

გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მაჩულიშჩიეში ზუსტად 14 საათი და 59 წუთი დარჩა. გარდა ამისა, მაჩულიშჩედან აფრინდა მეორე თვითმფრინავი (RA-02878), რომელიც ბელარუსში, მაჩულიშჩეში დღეს დილით ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით,  ევგენი პრიგოჟინი 27 ივნისს ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი