
სამხერთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი, რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთბულ განცხადებაშია საუბარი.
რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მისთვის ახლო მეგობარ ქართველ ერს, რომელთან ერთადაც ერთ იმპერიაში, სხვადასხვა სახელით, წლების განმავლობაში ვიცხოვრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა, ორმხრივი კავშირების სრული აღდგენა და განვითრება ჩვენი ერების გრძლევადიან ინტერესებს ემსახურება, - წერია კრემლის საგარეო უწყების განცხადებაში.
აგვისტოს ომის წლისთავს გამოეხმაურა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი. დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საქართველოში შემოჭრა საქართველოს მთვრობის პროვოკაციული ნაბიჯების საპასუხო ქმედებად შეაფასა და თქვა ისიც, რომ რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.