
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ "პოლიტიკური კარიერის განახლება" Go Go Zhenia!-თი დაიწყო, რაც მისი აზრით, შეცდომაა.
ის ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს.
"რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ არსებითი ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. ვნახეთ, რომ გვარამია გამოვიდა ციხიდან, ნეტა რამდენიმე დღით გვიან გამოსულიყო, მისთვის, იმიტომ, რომ ეგრევე შეცდომა დაუშვა, Go Go Zhenia!-თი დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს და რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ შემატებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინაც გააკეთა - მადლობა ღმერთს, რომ GO GO ჟენიები, პრიგოჟინისტები არ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა გადარჩენილია. აღნიშნულს "მთავარი არხის" დამფუძნებელმა უპასუხა: