დავით მურვანიძე პატიმრობაში რჩება - ლერი სულაბერიძის საქმე

გამოქვეყნდა:

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული მეორე ბრალდებული, დავით მურვანიძე პატიმრობაში რჩება.
გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ადვოკატი სოსო ხარატიშვილი ამბობს, რომ საქმეში დავით მურვანიძეზე საუბარი მხოლოდ ექვს ფურცელზე იყო. მისივე თქმით, ეს გამომძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა, რომელიც მიიღო თითქოს, ვიღაც სანდო წყაროსგან. მურვანიძის უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ საქმეში არის ვიდეომასალები და სილუეტის გარჩევა თუ ვინ დგას იქ  შეუძლებელია. 

მოსამართლის გადაწყვეტილება - მან დატოვა პატიმრობაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. სამწუხაროდ, არ მოხდა მისი დაკმაყოფილება. მტკიცებულებები იყო მხოლოდ და მხოლოდ ბატონი სულაბერიძის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე - ამბობს სოსო ხარატიშვილი

პროკურორი თამარ ყულუჯანაშვილი ამბობს, რომ  ძირითადი მტკიცებულებები, რასაც ბრალდება ეყრდნობა არის: გამოკითხვის ოქმებში მოწმეების მეირ დაფიქსირებული ინფორმაციები და ვიდეოჩანაწერები,
ამოღებული ნივთ მტკიცებულებები. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ დავით მურვანიძე შემთხვევის დროს იმყოფებოდა ბრალდებულ ირაკლი ღლონტთან ერთად და ლერი სულაბერიძის მისამართით გასროლას შეესწრო და პოლიციას არ შეატყობინა. 

დავით მურვანიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომელიც დანაშაულის შეუტყობნებლობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სულაბერიძეს ინციდენტის დროს დაზიანება არ მიუღია. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თავდასხმის განხორციელების ბრალდებით ირაკლი ღლონტი დააკავა და მას ამჟამად წინასაწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას პროკურატურა ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი