პრიგოჟინისა და მისი დაჯგუფების ბელარუსში ყოფნა შემაშფოთებელია - დუდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას შეფასებით, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერისა" და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის, ბელარუსში ყოფნა სერიოზულ პრობლემაა და NATO-ს მკაცრ პასუხს მოითხოვს.

"ვაგნერის ჯგუფის გადაყვანა და მისი ხელმძღვანელის ბელარუსში ყოფნა მართლაც სერიოზული პრობლემაა და ძალზე შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ეს NATO-ს ძალიან მკაცრ პასუხს მოითხოვს," - განაცხადა დუდამ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერი აჯანყდა და მოსკოვისკენ მიიწევდა, თუმცა, 
ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, მოლაპარაკებების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის" და აჯანყება შეაჩერა. 

ამის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ​პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა, რაც გუშინ ლუკაშენკომ დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი