ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს - ობრაიენი

გამოქვეყნდა:

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს - აცხადებს სანქციების კომისიის წარმომადგენელი აშშ-დან ჯიმ ობრაიენი მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრების შემდეგ გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

ობრაიენის თქმით, ამჟამად ინტერესის მთავარი სფერო ელექტრონული მოწყობილობებია:

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს და ჩვენ როგორც აშშ ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ამახილებს იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას...

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუ შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმისა, თუ ხდება აკრძალული საქონლით ვაჭრობა. ელექტროსაქონლით ვაჭრობა დიდწილად იყო ლეგალური ამ წლის დასაწყისამდე. თებერვლის ბოლოსთვის ჩვენმა ქვეყანამ და ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება მოხდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ და ზოგიერთი დიდი კომპანია აგზავნის საქონელს საქართველოში, ისევე როგორც რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენი დისკუსიების აქცენტი იყო იმაზე, რომ ასეთი საქონელი რუსეთში არ შევიდეს საქართველოს გავლით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასა და ხალხს კარგად ესმის, რომ რუსეთი უნდა შევაჩეროთ, რათა მან ვეღარ შეძლოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირება." ამბობს ჯიმ ობრაიენი აშშ-ის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, სანქციების მთავარი კოორდინატორები უკვე 2 დღეა თბილისში არიან. მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების პირველ პირებთან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი