აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარდება ექპსერტიზა.
ნაწილები, რომლებიც წყალქვეშა ნავის აფეთქების შედეგად დარჩა, ოთხშაბათს ჩატვირთეს სენტ-ჯონში, კანადაშო.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნამსხვრევებს შორის იპოვეს წყალქვეშა სადესანტო ჩარჩო და უკანა საფარი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ატლანტის ოკეანეში, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარების მიზეზი "ტიტანის" აფეთქება იყო, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა.