ბიუროკრატიული ბანდიტები მიუქსიეს პენსიონერებს - ენმ-ის წევრები პარლამენტს ტოვებენ და კასპში მიდიან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის დეპუტატები არ აპირებენ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას და კასპში მიდიან, სადაც ცოტა ხნის წინ "ოცნების" პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრისასა მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანა დაუზიანა.

"რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შს მინისტრის მხრიდან, ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი