ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ - კობახიძე კასპში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ მოქალაქეების მხრიდან  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირადი ნივთების დაზიანება პრობლემა არაა.

კობახიძის თქმით, მსგავსი ქმედებები აქტივიზმია და ოპონენტები ამ აქტივიზმს უნდა შეეგუონ. "ოცნების" თავმჯდომარე ამით კასპში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა:

"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა, თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს, თუ ვინმე სამოქალაქო აქტივიზმით მიდის და რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე. მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს, რადგან ის არის ჩვენი ერთ-ერთი კოზირი, ის ძალიან კარგად აჩვენებს ნაცმოძრაობის სახეს, რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება ნაცმოძრაობაში, უკეთესია, ამიტომ აქტივისტებს მოვუწოდებდი მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის ცნობით, პენსიონერებთან ლევან ხაბეიშვილის შეხვედრისას ადგილზე "ქართული ოცნების" პარტაქტივი, ასევე სსიპებსა და ააიპებში დასაქმებულები მივარდნენ, რომლებმაც სცადეს შეხვედრის ჩაშლა და  დააზიანეს ავტომანქანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი