
ღარიბაშვილისთვის კითხვები ამოწურულია თორნიკე რიჟვაძის იმ განცხადებაზე, სადაც აჭარის მთავრობის მეთაურმა აგვისტოს ომს, "ლაჩრულად წაგებული" უწოდა. ღარიბაშვილისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია რიჟვაძის განმარტება, რომ ქართველ სამხედროებს არ გულისხმობდა:
"იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს, ბატონი თორნიკე გამოვიდა, განმარტა საკუთარი განცხადება და მე ვფიქრობ აქ კითხვები აღარ არსებობს. მან განმარტა თუ ვის გულისხმობდა. როგორ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ჩვენი გუნდის წევრმა, ეს რომ გეთქვათ ნაცებზე გასაგებია, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ ამ კაცმა როგორ შეიძლება ეგ თქვას? ჩვენს გმირ სამხედროებზე, ან მათ ოჯახებზე, ეს ხომ წარმოუდგენელი მკრეხელობაა? არ უთქვამს კაცს არაფერი, არ უგულისხმია, როგორ შეიძლება ეს დააბრალო. გამოვიდა, თქვა, რომ გულისხმობდა იმ მთავარ ლაჩარს, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა" თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიურ ანგარიშზე, დეპუტატების კითხვების პასუხისას.