სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბრალდებულს ასეთი სოლიდური თანხა, მხარემ უპასუხა, რომ მხარდამჭერები უგროვებდნენ. 

''მას აღიარებული აქვს თავისი ბრალი. მეორე საკითხი, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. მისცა ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლებლივ ფარგლებში რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით, სისხლის სამართლებრივ კოდექსში, იმით ვიხელმძღვანელებთ. თუნდაც გირაოს შუამგომლობა, თუნდაც პერსონალური თავდებობა.''- თქვა ბრალდებულის ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს ქალაქის ცენტრში ერთი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეწამყვანმა სახის არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო. პოლიციამ მომხდარზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი