"ქართული ოცნების" წევრები სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე არ მივიდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნეს, თუმცა, "ექსპო ჯორჯიაში" არ გამოჩენილან.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და განაცხადა, რომ ის უკრაინელ ქალებს მიეძღვნება. ზურაბიშვილის თქმით, კონფერენცია მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კონფლიქტს ეხება.
პრეზიდენტი ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებს ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპელი დეპუტატები. პავილიონში იმყოფებიან ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ: