"საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო [რუსეთთან] ფრენები" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა რუსეთის ცნობილი ნაბიჯებია. 

"საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. ვის სჯერა, არავის არ შეიძლება სჯეროდეს, რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია რუსეთსა თუ საქართველოში ქართველების კეთილდღეობით, რომ ჩათვალა საჭიროდ, რომ აღდგა ფრენების. ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის სვლა, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, რომ ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რუსეთის ისეთი ცნობილი ნაბიჯები, რომ არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, როგორ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი... რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. გარდა ამისა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რო ავიაკომპანია რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტული რეისების შესრულებას იწყებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი