მსჯავრდებული დაარწმუნეს, რომ 20 000 ლარის სანაცვლოდ შეწყალებაში დაეხმარებოდნენ - 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი  ბრალდებული სასამართლომ  2021 წელს ცნო დამნაშავედ.

"სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ.

ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ  20 000 ლარი მოითხოვეს. მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი - 12 000 ლარი აიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა," - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის  სახედ და ზომად  6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი