3 დღით ადრე მომივიდა მოწვევა, ვერ გადავაწყვე გეგმები, ალბათ, არ სურდა მივსულიყავით - წილოსანი ზურაბიშვილის ღონისძიებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს თავად არ სურდა მის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე "ოცნების" წევრების მისვლა.

წილოსანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, უმრავლესობის დეპუტატებმა მიწვევა 3 დღით ადრე მიიღეს.

"სამწუხაროდ 3 დღით ადრე მეცნობა და ასეთ მოკლე ცნობის შემთხვევაში ვერ მოვახერხე რომ, გადამეწყო ჩემი გეგმები. სამწუხაროდ, სამი დღით ადრე რომ გამოაგზავნი მოწვევას კონფერენციაზე, რომელიც გაცილებით ადრე იგეგმებოდა, ყველა სხვა დანარჩენს, რომ დიდი ხნით ადრე მიუვიდა, ალბათ, თავად არ სურდა, რომ მივსულიყავით", - თქვა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ქალთა საერთაშორისო კონფერენცია პირველ ივლისს გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ მიწვევა "ოცნების" დეპუტატებსაც გაუგზავნეს, თუმცა ისინი ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. 

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ოცნების" წევრებმა ღონისძიებაზე მისვლა "არ იკადრეს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი