600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, აღარ კვდება, სტრასბურგი დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში- კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ პროტესტს ვერანაირი ფასი ვერ ექნება. მან ისევ გაიმეორა, რომ  600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა.

"თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება ამ ფონზე", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი