გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"მთავარი არხის" დამატებით დეტალებს არკვევს.