პარლამენტმა "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი რიგგარეშე სესიაზე 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 1 წავიდა.  

"ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები.

​დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები," - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიღებული ცვლილებების მიხედვით, კანონი საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს, რაც საქართველოს საავტორო ასოციაციის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და ამ ცვლილებებს ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკურ კონტროლს დაექვემდებაროს სახელოვნებო სფერო. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი