უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილი მშობლიურ სოფელში, ტყვიავში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ოდიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს.
"პირველად რომ წავიდა, დაიჭრა და ჩამოვიდა. იმკურნალა, რომ გამოკეთდა, წავიდა ქუთაისში, მაინც ჩუმად გაგვეპარა, აიღო ბილეთი და გაფრინდა, წავიდა", - თქვა ოჯახის ახლობელმა.
არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო. ოდიშვილი სამშობლოში 1 ივლისს გამთენიისას ჩამოასვენეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.