საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს ეკონომიკის კვლევას ატარებს და შედეგები ექსპერტების მოლოდინს ამართლებს. ირკვევა, რომ ბოლო წლებში ქვეყანა არამხოლოდ პოლიტიკურად შორდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს, იგივე პროცესები ვითარდება ეკონომიკაშიც.
დადასტურებული მონაცემებით საქართველო ბოლო წლებში მაქსიმალური ტემპებით ზრდის ვაჭრობას რუსეთთან, რომლის მოცულობაც ევროკავშირთან ვაჭრობის ტოლი გახდა.
პრობლემა აქ წმინდად პოლიტიკურია, ვინაიდან კრემლი მუდმივად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს ზეწოლის განსახორციელებლად.