ზელენსკიმ მაკრონი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციებზე გააფრთხილა

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საოკუპაციო ძალების მხრიდან საშიში პროვოკაციების მომზადების შესახებ გააფრთხილა - უკრაინის პრეზიდენტმა ემანულე მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ სიტუაციის მაქსიმალური კონტროლის ქვეშ შევინარჩუნეთ IAEA-სთან [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო] ერთად" - ნათქვამია ზელენსკის ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი