"თავისუფალი საქართველოს" სახელით ნაძალადევში კენჭს გია ყრუაშვილი იყრის

გამოქვეყნდა:

"თავისუფალი საქართველოს" სახელით ნაძალადევის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს გია ყრუაშვილი იყრის. მოსახლეობას კანდიდატი დღეს, 9 აგვისტოს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარუდგინა.

კუკავას თქმით, ყრუაშვილი წინა ხელისუფლების დროს ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. კუკავას განმარტებით, ამ თემაზე აქცენტს იმიტომ აკეთებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი საარჩევნო სია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებით დააკომპლექტა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მთავარ პრობლემად რკინიგზა და რკინიგზელების პრობლემები დაასახელა.

ნაძალადევის ოლქში კენჭს იყრის "ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც, მმართველი პარტიიდან კი აქ გამარჯვებისთვის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი