კონსულტაციებზე საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადებები არანორმალურია - ბარაბაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის რეფორმების ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში ამბობს, რომ მისი წარმოდგენით, შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებაა.

ბარაბაშმა "მთავარ არხთან" საუბრისას უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამორიცხულია. ის აღნიშნულ განცხადებებს არანორმალურს უწოდებს.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზელენსკის ამ დემარშის გამო; იმის  გამო, რომ მან საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, რადგან ყველამ ნახა მიხეილ სააკაშვილის კადრები და ეს ოსვენციმის კადრებს ჰგავდა. ეს არ არის ნორმალური, როდესაც ადამიანი ასეთი წამების მსხვერპლი ხდება მსოფლიოს თვალწინ. ჩვენ შოკირებულები ვართ. ასე რომ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მე წარმომიდგენია, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებებს, ეს არანორმალურია. ის ხომ თქვენი პრეზიდენტი იყო, როგორ შეიძლება მის ჯანმრთელობაზე კონსულტაციები არ გქონდეთ. თუ თქვენ ასეთი დამოკიდებულება გაქვთ თქვენს ყოფილ პრეზიდენტთან, როგორი დამოკიდებულება ექნება თქვენს ხალხს თქვენს მიმართ?

მე მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: დაბრუნდით უკრაინაში, ეს თქვენი სახლია, დაბრუნდით რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ძალიან გვჭირდებით და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მალე დაბრუნდეთ. მე ვიცი, რომ ამას შეძლებთ, რადგან თქვენ ყველა პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ", - ამბობს ბარაბაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი