„როსავიაციამ“ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისის შესრულების ნებართვა გასცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ [„როსავიაცია“] რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა - ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

საქართველოს ხელისუფლებას ფრენის დასაწყებად აუცილებელი ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია

ახალი რეისების დიდი ნაწილი რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ზე მოდის.

  • ვლადიკავკაზიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ეკატერინბურგიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ჟუკოვსკიდან ბათუმის, თბილისის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ყაზანიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა) მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მინვოდიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მოსკოვიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა);
  • ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • პერმიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ტიუმენიდან ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • უფიდან ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი).

"აზიმუტსა" და Red Wings-თან ერთად რუსეთიდან საქართველოში სავარაუდოდ სანქცირებული ავიაკომპანია - "რასიაც" იფრენს, ასევე კიდევ ერთი ახალი კომპანია - "იამალი", რომელიც ფრენებს ტიუმენიდან შეასრულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი