ახალქალაქში ამ დროისათვის სიმშვიდეა. სპეცრაზმმა ქალაქი დატოვა და ახლა იქ სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. დარბეულ სახლებსა და დამწვარ სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. დაზარალებულები ექსპერტებს თბილისიდან დილიდან ელოდნენ. სპეციალისტები ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და ნიმუშები აიღეს.
არაფერი არ ჭირს ჩემ შვილს კარგადაა, სანერვიულო აღარაფერია. ჩხუბი აღარ გაგრძელდება, რაღატომ უნდა მოვიდნენ, გაანადგურეს უკვე ყველაფერი და დაწვეს ჩემი სახლი. ამ ყველაფრის შემდეგ რაღა ჩხუბი უნდა იყოს, სამი საათი ველოდებოდით თბილისიდან ექსპერტებს, მოვიდნენ და ყველაფერი გააკეთეს, პოლიციიდან და ახალციხის გუბერნიიდანაც იყვნენ. ჩემი შვილი აღარ იმალება, გამოკითხვაზეც იყო,
ჩვენ არაფერს ვაპირებთ საერთოდ, იმედია დამნაშავეები დაისჯებიან - ამბობს ერთ ერთი დაზარალებული ზარმანიან ნარინე
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კულიკამში დაპირისპირება ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. 27 წლის ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.
კონფლიქტის დროს დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დარბეულია სახლები და დამწვარია ქალაქში მდებარე სასტუმრო.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავა.