შეტყობინების შემოსვლიდან 3 წუთში გამოვცხადდით და გავანეიტრალეთ სიტუაცია - პოლიციის უფროსი საგარეჯოზე

გამოქვეყნდა:

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კალანდაძე ამტკიცებს, რომ საგარეჯოში, სადაც დაპირისპირებაა პოლიცია შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში მივიდა. მისივე თქმით, სიტუაცია მათ გაანეიტრალეს.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც ადგილზე შეკრებილმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ჟურნალისტებსა და "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე მისულებს ქვები და ბოთლები ესროლეს, იყო ფიზიკური დაპირისპირება. ქვა მოხვდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც, დაზიანებულია კამერა.

"შეტყობინების შემოსვლიდან 3 წუთში ვიყავით შემთხვევის ადგილზე. თქვენ რა იცით მე დილიდან რას ვხედავდით, შეტყობინება რომ შემოვიდა პოლიციის თანამშრომლები, ხომ ხედავთ პოლიციის თანამშრომლებს?! სამ წუთში გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, გაანეიტრალეს სიტუაცია. ვინც მიიღეთ დაზიანებები სულ ყველას აუცილებლად მოგხედავთ, გამოძიებას დავიწყებთ. შეტყობინების შემოსვლიდან 3 წუთში გამოვცხადდით შემთხვევის ადგილზე და გავანეიტრალეთ სიტუაცია", - ამბობს თემურ კალანდაძე.

ადგილზე ამ წუთებში ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს შეხვედრა დაიწყოს. იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი