რუსეთმა 9 ფინელი დიპლომატი გააძევა და სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს ფუნქციონირება აჩერებს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა საკუთარი ტერიტორიიდან 9 ფინელი დიპლომატი გააძევა და სანქტ-პეტერბურგში მდებარე ფინეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკონსულო მუშაობას პირველი ოქტომბრიდან შეწყვეტს.

ფინეთის ელჩი მოსკოვში, ანტი ჰელანტერი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას ორივე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

დიპლომატები რომლებიც რუსეთს დატოვებენ, არიან ფინეთის საელჩოსა და სანქტ-პეტერბურგში ფინეთის საკონსულოს თანამშრომლები. რუსული მხარის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ანტირუსული პოლიტიკა იყო. 

რუსეთი ოფიციალურ ჰელსინკის ბრალს სდებს რუსების წინააღმდეგ დისკრიმინაციას ნაციონალური წარმოშობის მიხედვით, რაც გამოიხატება ვიზების გაცემის პრობლემურობითა და რუსეთის წარმომადგენელი ოფისებისთვის წინაღობების შექმნაში. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შემცირდა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი