გვარამიამ თქვა, რომ ჟენია პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს, ეს არაა საფრთხე და რუსი მშვიდობიანი ტურისტია საფრთხე? - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" სატელიტი "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლა და კვირაში 284 ავიარეისი პრობლემა არაა.

მისი თქმით, პრობლემა იყო, როცა "რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში "ჟენია პრიგოჟინი მოიწვია".

"მე საფრთხეს ვხედავ, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ ჟენია პრიგოჟინი მოიწვია საქართველოში. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ შორის გვარამიამ თქვა, რომ ჟენია პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს. ეს არაა საფრთხე თქვენი აზრით და რუსი მშვიდობიანი ტურისტი რომ შემოვა ეს არის საფრთხე?", - ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ [„როსავიაცია“] რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი