თავდასხმა საგარეჯოში - "ოცნების" საჯარო მოხელეები ქვების სროლით ჟურნალისტებსა და ენმ-ს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ძალადობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - ქართული ოცნების ხელისუფლება სულ უფრო ზრდის პოლიტიკურ ოპონენტებსა და მედიაზე ფიზიკური თავდასხმის მასშტაბებს, სიხშირეს და აგრესიის დონეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის საგარეჯოში მოწყობილი ჩასაფრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ძალადობა საკუთარი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია. ყოველგვარი პოლიტიკური არგუმენტების გარეშე აგრესიული მამაკაცების ჯგუფი სიტყვიერად და ფიზიკურად, გინებით, მუშტებით და ქვების სროლით დაესხა თავს პენსიონერებთან შეკრებაზე მისული მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მის გუნდს და ჟურნალისტებს. 

მოცემულობა, რომ ძალადობის ორგანიზატორი ხელისუფლებაა ბევრი ფაქტით დასტურდება. ისევე, როგორც რამდენიმე ბოლო შემთხვევაში პოლიცია ინერტული და განსაკუთრებით ლოიალური იყო ღიად აგრესიული მოქალაქეების მიმართ. მოქმედებდა დაგვიანებით. თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ სად გაიმართებოდა შეკრება და პოლიტიკური მიზნის გარეშე, წინასწარ სწორედ შეკრების ჩასაშლელად შეიკრიბნენ. და რაც მთავარია - თავდამსხმელების სრული უმრავლესობა ქართული ოცნების წევრი და საჯარო მოხელეა.

მომხდართან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

შსს-მ კი გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი