საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა "მთავარ არხს" მიაწოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული, ან გამოკითხვაზე დაბარებული არც ერთი პირი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოში ენმ პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, სადაც "ქართული ოცნების" პარტაქტივი მიიჭრა. აგრესიული ჯგუფები ისროდნენ ქვებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე მათ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. 

ჟურნალისტებზე თავდასხმაში გურჯაანის საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი