გიორგი ბაჩიაშვილს მოსამართლემ 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა -აეკრძალა საზღვრის კვეთაც

გამოქვეყნდა:

სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 500 000 ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.

შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს ჩაინიშნა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი