Twitter-მა შესაძლოა სასამართლოს მიმართოს საჩივრით Meta-ს ახალი პლატფორმის, Threads-ის გაშვების გამო. ეს უკანასკნელი "ტვიტერის" პირდაპირი კონკურენტია.
ოთხშაბათს, Twitter-ის წარმომადგენელმა ადვოკატმა გაუგზავნა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი, რომელშიც დაადანაშაულა კომპანია კომერციული საიდუმლოების ქურდობაში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავებით.
წერილი პირველად Semafor-მა გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ "მეტა" ჩართული იყო "ტვიტერის კომერციული საიდუმლოებების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში".
წერილზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, "ტვიტერის" მფლობელმა, ილონ მასკმა ტვიტერში დაწერა: "კონკურენცია კარგია, მოტყუება არა".
წერილში ნათქვამია, რომ "მეტამ" დაიქირავა Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც "არასწორად შეინახეს Twitter-ის დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები" და რომ ისინი "მეტამ" განზრახ ჩართო Threads-ის შექმნაში.
Meta-ს სპიკერმა ენდი სტოუნმა კატეგორიულად უარყო წერილში გამოთქმული ბრალდებები:
"Threads-ის საინჟინრო გუნდში არავინაა Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი".
Threads-ის მომხმარებლები სწრაფად იზრდებიან, ცუკერბერგმა დააფიქსირა 30 მილიონი მომხმარებლის რეგისტრაცია აპლიკაციის გაშვების პირველ დღეს.
ხუთშაბათის შუადღის მდგომარეობით, Threads იყო ნომერ პირველი უფასო აპლიკაცია iOS App Store-ში. იხილეთ: