შეიძლება ვიღაც იყო, ვისაც კავშირი აქვს [ხელისუფლებასთან] - პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 6 ივლისს გურჯაანში მედიასა და ოპოზიციაზე მომხდარ თავდასხმაში, შესაძლოა მონაწილეობდა ვინმე, ვისაც კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, თუმცა ძალადობა ხელისუფლების დაორგანიზებული არ ყოფილა.

"შეიძლება ვიღაც იყო ადამიანი, რომელსაც რაღაც კავშირი აქვს [ხელისუფლებასთან], მაგრამ დაორგანიზებული როგორ შეიძლება ყოფილიყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს გურჯაანში, იმ ადგილას, სადაც ენმ პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ქართული ოცნების" პარტაქტივი მიიჭრა. აგრესიული ჯგუფები ისროდნენ ქვებსა და ბოთლებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე მათ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილს ქვა მოხვდა, დაზიანდა რამდენიმე ტელევიზიის ტექნიკა.

თავდასხმაში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი