ვეტოს დაძლევის შესაძლო გაყალბებაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით მიმართავს და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე. 

პარტია "გირჩის" ინფორმაციით, ვეტოს დაძლევა გაყალბდა, რადგან დასაძლევად ოცნებას 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა 61 ჰყავდა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.

დეპუტატი განმარტავს, რომ შემთხვევა მან პარლამენტშივე დააფიქსირა და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა თავმჯდომარემ სხვა საკითხების განხილვა გააგრძელა. 

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი