"ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია" (OPCW) ადასტურებს, რომ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის ყველა მარაგი განადგურებულია.
ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ქიმიური იარაღის ყველა მარაგი გაანადგურა.
"ვულოცავთ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყანას და ამ შემთხვევაში აშშ-ს. ეს არის დიდი მიღწევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქიმიური იარაღის სრულად განადგურების გზაზე", - თქვა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიას გონსალესმა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია 1997 წლის აპრილში შევიდა ძალაში. ამ დოკუმენტით ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს, რომ ქიმიურ იარაღს 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაანადგურებდნენ.