რისთვის ისჯება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი? გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა 8 წლის წინანდელ ინვესტიციას ედავება და 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებაში ადანაშაულებს. საქმეში დაზარალებული ოლიგარქია.
თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაოგნებულია, დანაშაული, რასაც მას ედავებიან, არ ჩაუდენია და სჯერა, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ის რომ მას 8 წლის წინ განხორციელებულ ინვესტიციას ედევებიან, კითხვებს უჩენს არა მარტო თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, არამედ ადვოკატებსაც.
უფლებადამცველების შეფასებით მათი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიტიკურად დევნიან. პროკურატურა კი ერთი პიროვნების სააგენტოსავით მოქმედებს. ისინი დარმწუნებული არიან, რომ ბრალის წარდგენის ერთადერთი სურვილი ოლიგარქის შურისძიებაა. მიზეზი კი უკრაინის ომთან დაკავშირებით ივნიშვილისგან განსხავავებული პოზიცია და Facebook-პოსტებია. ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ, რომ ოლიგარქს ეშინია მილიონერი ბაჩიაშვილის, რომელიც თავისი ფინანსებით არანაკლებ გავლენიანია.