
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული გვარდიის მეთაურად საბრძოლო ოფიცერი ალექსი პივნენკო დანიშნა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთიდან ლვოვში "აზოვის" მეთაურებთან ერთად ჩასვლის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენს შორის ახლა არის უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო, ეროვნული გვარდიის ძლიერი ჯარისკაცი, საბრძოლო ოფიცერი, გამოირჩეოდა რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში, კერძოდ, ბახმუტისთვის ბრძოლებში. უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურად დავნიშნე", - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.