უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, "აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
"დღეს თავისუფლების გამზირზე სცენა აშენდა და ირგვლივ ლითონის დეტექტორები დამონტაჟდა. მოედანი პოლიციამ შემოიფარა, ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, ჩამოვიდა ქალაქის მერი ანდრეი სადოვოი" - წერს გერაშენკო.
მისივე ცნობით, ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებიან. მათ შორის არის მიტროპოლიტი ეპიფანე.
იხილეთ ასევე: