"ბრძოლას გავაგრძელებთ, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას" | დენის პროკოპენკო

გამოქვეყნდა:

"აზოვის" პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ "აზოვსტალის" ხუთივე მეთაური ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. პროკოპენკოს თქმით, ისინი ფრონტზე დაბრუნებას გეგმავენ და სწორედ ამიტომ წამოვიდნენ თურქეთიდან უკრაინაში.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. აუცილებლად, ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია, რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში. ყოველდღე წინ მივდივართ. ვანადგურებთ მტერს. ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს," - განაცხადა "აზოვის" მეთაურმა.

​შეგახსენებთ, 8 ივლისს, ომის მე-500 დღეს, უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხეი ვოლინა, ოლეგ კომენკო, დენის შელგა მოინახულა და უკრაინაში  საკუთარი თვითმფრინავით დააბრუნა.

რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან "აზოვსტალის" დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაური  დენის პროკოპენკო გასული წლის სექტემბერში გათავისუფლდნენ. გათავისუფლების შემდეგ ისინი თურქეთში წაიყვანეს, სადაც მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფებოდნენ. შეთანხმების მიხედვით, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა გუშინ მოცემულობა მოულოდნელად შეიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი