11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. Reuters-ის ცნობით, სამიტის დასაცავად თანამედროვე ტექნიკა, საბრძოლო ავიაცია და სამხედროები ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო.
გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის არის გერმანია, რომელმაც ადგილზე "პატრიოტის" ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ცნობილია, რომ ესპანეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი თვითმავალი ჰაუბიცები გამოყო. ასევე, ლიეტუვაში სამხედრო თვითმფრინავები განათავსეს ფინეთმა და დანიამ.
ცნობილია, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტს ჯო ბაიდენიც დაესწრება.