ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-12 ივლისს NATO-ს რიგით 74-ე სამიტს დაესწრება ვილნიუსში. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი 9 ივლისიდან, 5-დღიანი ვიზიტით წავა ევროპაში და სამ ქვეყანას ეწვევა.
აშშ-ის პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს ფინეთში, ლიეტუვასა და დიდ ბრიტანეთში.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ბაიდენი შეხვდება ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკს. ნატოს სამიტის შემდეგ, ბაიდენი მიემგზავრება ჰელსინკში, ფინეთის დედაქალაქში, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა ალიანსს და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.