აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს უინძორის სასახლეში შეხვდა. არაფორმალური ვიზიტის მიუხედავად, ამერიკის ლიდერს ცერემონიალური დახვედრა მოუწყვეს.
ცნობისთვის, ჩარლზ III-სთვის ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ის მონარქის რანგში შეხვდა.
მასთან შეხვედრამდე ბაიდენი დაუნინგ სთრითზეც იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდა. სუნაკი და ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თეთრი სახლის ლიდერი ლონდონიდან ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც 11-12 ივლისს NATO-ს სამიტს დაესწრება.