Downing Street: სუნაკი და ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი რიში სუნაკი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მათი ალიანსის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს დღეს, 10 ივლისს, ლონდონში შეხვდა.

პრესსპიკერის ცნობით, სუნაკმა და ბაიდენმა უკრაინის კონტრშეტევები განიხილეს და ხაზი გაუსვეს მნიშვნელობას უზრუნველყონ უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას ომის მოსაგებად და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისთვის სჭირდებათ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრობისა და მჭიდრო დიალოგის მნიშვნელობას.

სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი უინძორის ციხეს ეწვია, სადაც მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი