რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

გამოქვეყნდა:

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. მოსკოვიდან გამოფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. მგზავრების უმეტესობას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"სტუმრად ჩამოვედი ნათესავებთან, წინა წელს ვიყავი და ძალიან მომწონს აქაურობა, ამიტომაც კიდევ ერთხელ სიამოვნებით გესტუმრეთ. როგორ? რუსეთს აქვს ოკუპირებული [საქართველო]? ეს არ არის სწორი, შესაძლოა თქვენ ასე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ასე არაა", - თქვა ერთ-ერთმა ჩამოფრენილმა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ რეისი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაჯდებოდა, თუმცა უამინდობის გამო ფრენა გადაიდო. ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები აპირებდნენ მას აქციით დახვედროდნენ. რეისი დღეს პროტესტის გარეშე დაეშვა.

დღესვე Red Wings-მა სოჭი-თბილის-სოჭის მიმართულებით რეისიც უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება მაისში მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაწყებულიყო. რეისების შესრულება ამის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო.

რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა. 

ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი