უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, პოლონეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩავიდა.
ვილნიუსში ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც. ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა.
ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო. იქ ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტმა ალიანსის მიმართ კრიტიკული და მწვავე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ , უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიპატიჟებისთვის და არც NATO-ს წევრობისთვის.