"ვთანხმდებით, რომ MAP-ის ეტაპი ამოღებულია" - ალიანსმა უკრაინის ნატოსთან დაახლოების 3 ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმა

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად მაპი-ს მოთხოვნა მოხსნილია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ. 

რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, როდის მიიღებს უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას, სტოლტენბერგის თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ნატოში,"როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს":

გასულ წელს მადრიდში გამართული სამიტის შემდეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს დახმარების უპრეცედენტო რაოდენობა, რაშიც შედიოდა შეიარაღება, აღჭურვილობა და წვრთნები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ. 

პირველი ეს არის მრავალწლიანი დახმარება უკრაინას, რომელიც ქვეყანას საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანს, აღადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებს და დაფარავს კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი და სამედიცინო ხარჯები. 

მეორე, ეს არის უკრაინა-ნატოს საბჭო კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც თანასწორი მხარეები. ხვალ გაიმართება ამ საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით. 

მესამე: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია. ეს შეცვლის უკრაინის გზას ნატოსკენ და ორეტაპიანი პროცესი გახდება ერთეტაპიანი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინას მოვიწვევთ ნატოში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენ შევთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს უკრაინას ნატოსთან. ეს არის ძალიან პრაქტიკული დახმარება, რაც მოიცავს ურთიერთქმედების გაზრდას უკრაინისა და ნატოს ძალებს შორის. გარდა ამისა, ეს მოიცავს რეფორმებს თავდაცვის სექტორში, რომელიც აუცილებელია ნატოს წევრობისთვის. ჩვენ ასევე ვაგზავნით ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს. ასე რომ, ასეთი ძლიერი სიგნალი აქამდე არასდროს ყოფილა." განაცხადა სტოლტენბერგმა

ხვალ ვილნიუსში ნატოს ქვეყნების ლიდერებს პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავს და პირადად ეტყვის იმ მოთხოვნებს, რომელიც უკრაინას აქვს.

ვილნიუსში ჩასვლამდე ზელენსკიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიპატიჟებისთვის და არც NATO-ს წევრობისთვის 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი